Friday, June 22, 2018

მე- 9 დღე

                                                              რეფლექსია

      დღევალდელ დღეს შევაჯამეთ რვა დღის სამუშაო, ვისწავლეთ ბლოგზე საფუძვლიანი  მუშაობა,  დავხვეწეთ და დავასრულეთ პორტფოლიო, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია,  შევქმენით დამატებითი ,,ფეიჯები'', სადაც შევინახავთ ჩვენს ნამუშევრებს, ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო.ზოგადად ეს ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი და შემეცნებითი იყო, ტრენინგზე ნასწავლი ყველა ინფორმაცია დამეხმარება შემდგომ საქმიანობაში.
    განსაკუთრებით ამ საფუძვლიანი და ამომწურავი ტრენინგისთვის მადლობა,  ჩვენს ტრენერს- ქალბატონ მარიკა ჩიტაძეს დაუღალავი შრომისთვის და ენერგიისთვის.
პროექტის პორტფოლიო

Wednesday, June 20, 2018

მე-8 დღე

რეფლექსია დღეს განვიხილეთ მე-7 მოდულის ფასილიტაცია ტექნოლოგიებით , შევისწავლეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.ამავე მოდულის ფარგლებში, ჩვენ შექმნით დოკუმენტს, პრეზენტაციას ან ვებრესურსს. ასევე, დავგეგმავთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურებს და შექმნით მასალებს მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის. დღევანდელი დღე საინტერესო და დატვირთული იყო.

Saturday, June 16, 2018

მე-6 დღე

რეფლექსია დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდულის შეფასებები,მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...საინტერსო და დათვირთული დღე იყო.

Sunday, June 10, 2018

მე-5 დღე

რეფლექსია დღეს განვიხილეთ მესამე-მეოთხე მოდულის აქტივობები, შევისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე,გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის წესებს,შევაფასეთ კოლეგის პროექტის პრეზენტაცია, დღევანდელი დღე მეტად დატვირთული და საინტერესო იყო.

Saturday, June 9, 2018

მე-3 დღე

                                                       რეფლექსია


   დღეს განვიხილეთ ინტელის პროექტებით სწავლების  მეორე მოდული: ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, 21-ე საუკუნის  სიტყვები, მიმართულების მიმცემი კითხვები, მაგალითები.